Saturday, April 8, 2017

პროექტის რეფლექსია

ინტელის სასწავლო კურსის ტრენინგი ძალიან საინტერესო და ბევრის მომცემი იყო.ტრენინგის გავლის შემდეგ შევისწავლე პროექტის დაგეგმვა და განხორციელების ეტაპები..ამ დროს მოსწავლეებს უვითარდებათ სხვადასხვა უნარ-ჩვევები.სიღრმისეულად წვდებიან მათთვის საინტერესო საკითხებს. ამ დროს ხდება მოტივაციის ამაღლებაინტელის ტრენინგზე მიღებული ცოდნა,უნარ-ჩვევები  დამეხმარება  უფრო სრულყოფილი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში.  ტრენინგი  იყო ნაყოფიერი, დატვირთული აქტივობებით და ბევრის მომცემი.
ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ელენე ბეთლემიშვილს გაწეული შრომისათვის...

პორტფოლიო

Sunday, March 12, 2017

შეფასებები



პროექტის მსვლელობისას ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანია შეფასებები
ვ.მ.ვ.სქემის გამოყენებით დავადგენ რა იციან მოსწავლეებმა ჯანსაღი კვების შესახებ. რა აინტერესებთ . ამით გავიგებ მოსწავლეთა მზაობას პროექტზე.სადისკუსიო კითხვებით გავიგებ მცდარ წარმოდგენებს ჯანსაღი კვების შესახებ.
თვითრეგულირებადი სწავლის უნარის განვითარების მიზნით  გამოვიყენებ თვითშეფასების ჩეკლისტს. თანამშრომლობის უნარის შეფასებისთვის გამოვიყენებ ურთიერთშეფასების  და ჯგუფებზე დაკვირვების ფორმებს.
გაგების უნარების შესამოწმებლად გამოვიყებნებ რეფლექსიას.
პროგრესის მონიტორინგის მიზნით მთელი პროექტის მანძილზე ვაკეთებ არაფორმალურ დაკვირვებას, რომელსაც ვაფიქსირებ  მონიტორინგის რვეულში.

Sunday, March 5, 2017

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები




მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები მოსწავლეებს ხელს შეუწყობს მაღალი დონის სააზროვნო უნარების გავითარებაში,  ტექსტის გააზრებასა და  სწორი მსჯელობის ჩამოყალიბებაში.

Sunday, February 26, 2017

პროექტის მნიშვნელობა

პროექტზე დაფუძნებული სწავლება მნიშვნელოვანი და ეფექტურია  საკითხის სიღრმისეული წვდომის  უკეთ  გაგებაში.